ანალიტიკოსი გია აბაშიძე დმანისის მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„დმანისში არსებულ დაძაბულობაზე:
– როგორ აღმოჩნდა ასე ოპერატიულად მაღაზიის სათვალთვალო კამერის ვიდეომასალა წუხანდელი “გლავკანალის” ეთერში?
– რატომ ხდება მყისიერად ზოგიერთი მავნებელი “ჟურნალისტის” მიერ ამ დაპირისპირების “ეთნიკურ შუღლად, კონფლიქტად” უაპელაციოდ შერაცხვა?
ყველას კარგად გვახსოვს პრემიერ ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტამდე გარეჯში ივერი მელაშვილისა და ნაცტელევიზიის პროვოკაციული სტუმრობა.
მე უნებლიე დამთხვევების არ მჯერა! მით უმეტეს, როცა საქართველოში ჯერ კიდევ პარპაშობს სააკაშვილის სექტა საკუთარი განშტოებებით და ყოველ საბაბს, მიზეზს ეძებს იმისათვის, რომ მოვლენები ტრაგიკულად გააბუქოს, გამოიწვიოს შფოთი, არეულობა და დესტაბილიზაცია ნებისმიერი მიმართულებით.
სამართალდამცველები გაგვცემენ პასუხებს დმანისის დაპირისპირების მიზეზებზე და დამნაშავენიც საკადრისად დაისჯებიან. აი, მავნებელთა გაუჩერებელ ქმედებებს როდის ამოედება ლაგამი?“ – წერს გია აბაშიძე.