თბილისის მერიის მედიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ე.წ ბეტონის უბანში, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცე გაჩნდა -1300 კვ. მეტრ ფართობზე მოეწყო სკვერი.
ეს ტერიტორია კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობას გადაურჩა.
შედგა შეთანხმება სამშენებლო კომპანიასთან და ადგილმონაცვლეობა განხორციელდა. დღეს, აქ არის სკვერი გამწვანებით, ხე-მცენარეებით და საპარკე ინვენტარით. პროექტი საბურთალოს გამგეობამ განახორციელა.”-წერს თოქმაჯიშვილი.
კომენტარები