ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“გახარიას ჩადენილი დანაშაულები:
ხორავას საქმე, კანაფის კულტივაციის კანონ პროექტი, 20 ივნისი, ბასიანში შეჭრა, ქისტებში სპეცნაზის შეყვანა, ხაზარაძის წერილი, მელიას არ დაკავებაზე გადადგომა, აბსოლიტურად გაუგებარი რეგულაციები პანდემიაზე, ნამოხვანის ხელშეკრულება, ეს ის მცირე ჩამონათვალია რომლებმაც ქაოსი ან გამოიწვია ან შეეძლო გამოეწვია ქვეყანაში. ამ ადამიანის ქმედება მისი მაღალ თანამდებობაზე მოღვაწეობის დროს იყო მხოლოდ გამიზნული ამ ქვეყნის დასუსტების გაღატაკების და განადგურებისაკენ. აღარ ჩამოვთვლი მის მიდგომებს ოკუპაციასთან დაკავშირებით. აბსოლიტური ნული. არცერთი განცხადება. კორუფცია და ნიჰილიზმიაო ხელისუფლებაშიო ეხლა ამბობს და მაშინ რომ ეუბნებოდნენ ხელისუფლებაში კორუფცია და ნიჰილიზმი სუფევსო იტყუებითო ასე პასუხობდა. სამითვის მერე დაინახე რაც იქ აღარ ხარ და იქ რომ იყავი ვერ ხედავდი? აი ესაა ამ უთავმოყვარეო გათახსირებული უკანასკნელი ადამიანის სიმართლე. საქართველოსთვისო რომ დაირქვა რა საქართველოსთვის? რა? რასაც აქამდე აკეთებდი ეგ? რას უპირებ საქართველოს?”