“ახალი თაობის” რედაქტორი, ჟურნალისტი ლალი ასლანიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და გიორგი გახარიას გუნდის წევრის გიორგი ხოჯევანიშვილის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.
“ვაიმე, სუფთა ფურცლიდან იწყებენ ბიჭები ცხოვრებას?!
20 ივნისს, ყოფილო გუბერნატორო, შენ და შენმა მინისტრის მოადგილე ძმამ ეტყობა ადრე დაიძინეთ და არ გახსოვთ რა მოხდა 🙁
თვალების დათხრა, დათვის ტყვიებით დაჭრა და 20 კაცის თვეობით ციხეში გამომწყვდევა შეცდომაა და არა დანაშაული?
პ.ს. თავს გაუფრთხილდით, აცადეთ ნელ-ნელა ამოგივიდეთ ფრთები, უცბად ანგელოზობა მავნებელია 🙁”
კომენტარები