განათლების სამინისტრო კოვიდტესტირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, რიგით მეცხრე გაფართოებული ტესტირება ჩატარდა დღეს თბილისის მე-100 საჯარო სკოლაში, სადაც ისნის რაიონის საოჯახო მედიცინის ცენტრის ლაბორანტებმა კოვიდინფექციაზე სკოლის 50 წარმომადგენელი შეამოწმეს.
აქამდე ჩატარებული რვა ტესტირების შედეგად, ვირუსი არავის გამოვლენია.
„კოვიდინფექციის შიდა გავრცელებისაგან სასკოლო გარემო კვლავ მაქსიმალურად დაცულია – ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებით, სასკოლო საზოგადოება ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ასევე მუდმივ რეჟიმში გრძელდება მასწავლებლების, მანდატურების, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის ტესტირება“, – აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.
კომენტარები