ნინოწმინდას პანსიონში სალიცენზიო პირობებს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო სწავლობს.
დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შედგება და სააღმზრდელო დაწესებულებას გამოსწორების ვადა მიეცემა. იმ შემთხვევაში თუ რამდენჯერმე გაფრთხილების მიუხედავად არ გამოსწორდა დარღვევები, შესაძლოა ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგეს.
ბოლოს სააგენტო შემოწმების მიზნით პანსიონში 2018 წელს იყო. მაშინ გამოვლენილი დარღვევები ადმინისტრაციამ გამოასწორა. საუბარია ოთახში 9 ბავშვზე მეტის ყოფნაზე, აგარაკზე არგაყვანასა და სამკომპონენტიანი სადილის არქონაზე.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
კომენტარები