უფლებადამცველი ირაკლი ზაქარეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“იცით თუ არა, რომ:
_________________________
ეკლესიაზე თავდასხმა და ნინოწმინდის პანსიონის ირგვლივ ისტერიის გაჩაღება, გიორგი გახარიას, ნაცმოძრაობისა და “ოცნებაში” ჩანერგილების მიერ წინასწარ იყო ორგანიზებული!..
ნონოწმინდის ბავშვთა საეპარქიო პანსიონის წინააღმდეგ ნინო ლომჯარიას გვერდიგვერდ ხმალამოღებით მებრძოლი – “ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარებისა და მზრუნველობის სააგენტოს” დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძის ქალიშვილი მერი მაღლაფერიძე – პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომამდე 1 დღით ადრე, 2020 წლის 20 თებერვლის № 35 ბრძანებით, კანონის დარღვევით დააწინაურა და აუმაღლა სტატუსი!..
მერი მაღლაფერიძე 2018 წლის 06 მარტს №45 ბრძანებით დანიშნული იქნა “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების ფონდის დირექტრად;
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გადადგომის წინა დღეს, 2020 წლის 20 თებერვლის № 35 ბრძანებით – ცვლილება შეიტანა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 2018 წლის 06 მარტის №45 ბრძანებაში და “ფონდის დირექტორი” მერი მაღლაფერიძე, კანონის დარღვებით დანიშნა “სააგენტოს დირექტორად!..”
წყარო, იხილეთ გახარიას ბრძანება: http://gov.ge/files/543_75644_924839_35.pdf”-წერს ზაქარეიშვილი