ჟურნალისტი გოდერძი შარაშია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,რამდენიმე წლის წინ მამინაცვალი პატარა გოგოზე ძალადობდა და შეიძლებოდა შემოკვდომოდა კიდეც,
10 მდე არასამთავრობომ ტელეფონი გამითიშა და მერე დარეკეო მითხრა.
მე შემატოვეს ურთულესი თემა, რომელიც სიკვდილ- სიცოცხლის ზღვარზე იყო.
როცა ეთერში გავიდა ეს რეპორტაჟი და საკუთარი სატელეფონო პასუხები ეთერში ნახეს, მეორე დღეს მირეკავდნენ და უშვერი სიტყვებით მლანძღავდნენ.
აი ესაა მიზეზი, რაც ახლა ხდება იმ პანსიონატში, რაც გუშინ ხდებოდა, რაც გუშინწინ ხდებოდა ქვეყანაში ამ კუთხით.
პოლიტიკოსები კი ამ დრომდე ერთმანეთს ატოლებენ ვინ ნაკლებ მტკივნეულად ისროლა თურმე მაისში, ივნისსა თუ ნოემბერში რეზინის ტყვია.
ახლა ალბათ ისევ პოლიტიკოსები ილაპარაკებენ ამ თემაზე, რადგან არასამთავრობოებზე ზევით მოგახსენეთ, ეპისკოპოსებზე ისედაც იცით რით არიან დაკავებული და მთავრობებს ამისთვის არ სცალიათ.
ხო ის პატარა გოგო მაშინ გადარჩა ამ რეპორტაჟით. გადარჩა, გააშვილეს და ალბათ უკვე დიდი და ლამაზი გოგოა.
ლომჯარიას და სხვათა ვითომ ძაან შეწუხებულ, გაკვირვებული სახე არსად დაგეკარგოთ.