ჟურნალისტი ნელი თორდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“წლების წინ, კვირის ქრონიკის დამწყები ჟურნალისტი ვიყავი, როდესაც ერთ-ერთ ბავშვთა სახლში 5 თუ 6 წლის ბავშვის გაუპატიურების შესახებ უტყუარი ინფორმაცია მივიღე. ადგილზე მივედი, დაწესებულების დირექტორი ჩავწერე და გავიდა მასალა, რასაც ჩემზე ისეთი თავდასხმა მოჰყვა, რომ შსს-მ პირადი დაცვის დანიშვნა შემომთავაზა. იმდროინდელი განათლების მინისტრის, კახა ლომაიას პოზიცია რომ არა, კაცმა არ იცის რით დამთავრდებოდა ის ამბავი, მაგრამ ეს ისტორია სხვა რამის გამო გამახსენდა.. იცით, ვინ იყო ხალხი, რომელმაც ბავშვზე ძალადობის ფაქტის გამჟღავნების გამო მეც და გაზეთიც ჯვარს გვაცვა? დღეს ნინოწმინდის პანსიონატში მოძალადე სასულიერო პირებზე რომ ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ისინი. ამიტომ არ მჯერა ამ ტიპების ინფორმაციის სისწორის და გულწრფელობის. ქაღალდები არ იწვიან.. შეიძლება არქივიდან რაღაც-რაღაცეების ამოწევა..”