ნაძალადევის რაიონში კორპუსებთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. საგზაო სამუშაოები ბოლო ეტაპზეა ერწოს ქუჩა N4-ში I და II კორპუსების მიმდებარედ.
პირველ ეტაპზე აღნიშნული კორპუსების წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვალა, შემდეგ კი საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 1 200-მდე კვ.მ ფართობზე დაიგო, ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი.
აღნიშნულ მისამართზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების საერთო ღირებულება 117 000 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
კომენტარები