ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ნინოწინდის პანსიონატის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების სათავის გარკვევა მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარკვევის გარეშე მსგავსი კატაკლიზმები შესაძლოა ხშირად განმეორდეს.
“სათავის გარკვევის გარეშე ჩვენ გექნება ხშირად მსგავსი კატაკლიზმები. თუ დაუკვირდებით, ყოველი მომდევნო კატაკლიზმა პირვანდელზე უფრო ძლიერია. ამიტომ ძალიან საშიშია! სახელმწიფოსთვის არის საშიში, კულტურისთვის არის საშიში, რელიგიისთვის არის საშიში. მე მეშინია, რადგან ასეთი დამოკიდებულება ადრე თუ გვიან მიგვიყვანს ჩვენ რელიგიისადმი სრულ ნიჰილიზმამდე, რადგან ადამიანი დაკარგავს რწმენას ყველაფრისას. ეს არის რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა და რაც ჩვენს კულტურას სჭირდება”, – განაცადა მალხაზ სონღულაშვილმა.
“მეშინია, რომ ადამიანები დაკარგავენ ყველაფრის რწმენას”
2021/06/06 11:31:46
ნანახია: 321 ჯერ