საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერ, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდა.
ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს ასევე გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან.
კომენტარები