რეზო გაბრიაძეს დღეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ. მწერალს, მხატვარს, სცენარისტს, რეჟისორსა და მარიონეტების თეატრის დამაარსებელს ანჩისხატის ეკლესიიდან გამოასვენებენ.
84 წლის რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მას ეკუთვნის პიესები: „ფეოლა“, „ ხანუმა პარიზში“, თავისივე სცენარით კი აქვს დადგმული: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადის ბრძოლა“.
კომენტარები