თეატრალურ სივრცეში ახალი სკანდალი მწიფდება. თეატრმცოდნე თეა კახიანმა რამდენიმე დღის წინ, “იმედის” ეთერში რუსთაველის, მოზარდის და თელავის თეატრის მუშაობა გააკრიტიკა, რასაც მსახიობების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.
სკანდალს გამოეხმაურა მსახიობი ნიკა ქაცარიძეც, რომლის გამოხმაურებასაც ახალი სკანდალი მოჰყვა და მას მის მიერ დაწერილი კომენტარის გამო, კრიტიკის ქარცეცხლში ატარებენ.
ნიკა ქაცარიძის კომენტარს გამოეხმაურა თავად თეა კახიანიც.
“ეს ჩემი კურსელი ნიკა ქაცარიძეა, შესანიშნავი მუმუშას სტუდენტი. მახსოვს როგორ ოცნებობდა რუსთაველის თეატრის არტისტობაზე და ნახეთ რა კარგად აუხდა ოცნება. როგორი “არტისტი” გახდა.
დიდი მადლობა ნიკა ჩემგან და ჩემი ქმრისგან, ვის ფილმშიც “ოჯახი” სწორედ ისეთი სახე გერგო როგორიც ნამდვილად ხარ, გარეწარი!”-წერს კახიანი.
კომენტარები