საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 18 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 5 114– ს შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 741 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 945 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
გუშინ, 16 ივნისს საქართველოში კორონავირუსის 811 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 672 პაციენტი, 13 კი გარდაიცვალა.
კომენტარები