“რა ქნას, მოშივდა საბრალოს, რა იყო ყველაზე ადვილი მეთოდი პარაშენკოს უკრაინაში ფულის კეთების? – სააკაშვილის ლანძღვა. იგივეა ივანიშვილის საქართველოშიც, ჯერ-ჯერობით ივანიშვილის საქართველოში… არაუშავს, ცოტა ხანს კიდევ გაიხარონ, ერთი, ორი, სამი თვე. იშოვონ ცოტა კიდევ, თორე მერე, გაჭირდება ეგ ამბავი”, – აღნიშნულით მიხეილ სააკაშვილი გიროგი ვაშაძის განცხადებას ეხმაურება.
გიორგი ვაშაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” განვითარების პერსპექტივა არ აქვს.
“სააკაშვილი საკუთარი თავის იქით ვერ ხედავს და არ აძლევს სხვას ლიდერობის საშუალებას” – აღნიშნა ვაშაძემ.
კომენტარები