საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისა და რომის პაპის შეხვედრის ამსახველი ფოტოების გამოქვეყნებისთანავე საზოგადოების ნაწილმა პრეზიდენტის ჩაცმულობა გააკრიტიკა. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში მამა პეტრე კოლხი გამოეხმაურა.
„ყველაფერზე ქილიკი, ღლაბუცი და სიცილი არის ყველაზე დიდი პროვინციალიზმი, სიგოიმე და ძალით ,,გამოსულობა”… არ გეკადრებათ საკუთარი ქვეყნის პრეზიდენტს ყველა ბრუნვაში რომ განიხილავთ, თან ძალიან უსამართლოდ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩაცმა და სტილი არ ეშლება. არის რაღაც, რაც არ უნდა დაარღიო და საკუთარ თავს არ გადაუარო!”, – წერს პეტრე კოლხი.
კომენტარები