ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“რატომ იბანძებენ ასე თავს მავანნი საქართველოს პრეზიდენტის ვითომ დაცინვით და სინამდვილეში, სრული უვიცობის გამოვლენით? თურმე სალომე ზურაბიშვილი საპანაშვიდედ იყო გამოწყობილი რომის პაპთან შეხვედრისას. 🤦♂️
📍განმარტება უწიგნური, პრეტენზიული გოიმებისათვის:
პაპთან აუდიენციას აქვს საკუთარი საპროტოკოლო წესები. ქალბატონებისთვის სავალდებულოა შავი ან მუქი ლურჯი გრძელმკლავებიანი კაბა და თავსაბურავი. იშვიათი გამონაკლისი მხოლოდ კათოლიკური სახელმწიფოების დედოფლები და რამდენიმე ჰერცოგინიაა.
📍მეოთხე ფოტოზეა ბელგიის დედოფალი მატილდა.”-წერს აბაშიძე.
კომენტარები