თბილისის საკრებულოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე „პარტიზანული მებაღეობის“ წევრების აქცია მიმდინარეობს.
მანამდე მათ სამართალდამცველებმა მოუწოდეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, თუმცა ისინი დაშლას არ აპირებენ.
აქციის ორგანიზატორების ნაწილი ამ წუთებში საკრებულოს სხდომაზე იმყოფება, სადაც თბილისის მერი დავით ნარმანია ანგარიშით გამოდის. ნარმანია საკრებულოს წევრებს მერიის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს აცნობს.
კომენტარები