ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს. ამის შესახებ თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„როგორც ხედავთ, მე აქ ვარ. ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებები, მათ შორის კომპოზიციის ნაწილში. შევხედავთ კანონმდებლობის ცვლილებებს. მე არსად წავსულვარ, წასვლას არ ვაპირებ და კანონმდებლობიდან გამომდინარე იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
მე პირადად ამ არჩევნების შემდეგ პერიოდში მივიღე ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, ასევე დაუსაბუთებელი, მაგრამ ბოდიში არაფერს ასწორებს, ყველაფერს ასწორებს სიმართლე. ჩვენ ძლიერები ვართ იმიტომ, რომ ვართ მართლები“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
კომენტარები