მოკლედ, მეგობრებო, მთავარი არხის გადაწყვეტილებით, ჩვენ არ ვაპირებთ ნებისმიერი პირის, საეროს თუ სასულიეროს, ჰომოფობიური განცხადებების და მოწოდების გაშუქებას – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა დაწერა.
ნიკა გვარამიას თქმით, რამდენიმე მსგავსი შინაარსის კომენტარი, რომელიც ეთერში “გაიპარა”, მყისიერად წაშალეს ინტერნეტიდან.
“ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, რომ ბოლო ერთ კვირაში 2 ამგვარი რამ დღის განმავლობაში მთავარის დღის და დილის გამოშვებებში თითოჯერ გაგვეპარა. ეს განცხადებები საიტიდანაც და ფბდანაც მყისიერად იქნა აღებული” – წერს გვარამია.
კომენტარები