ნინოწმინდის პანსიონის ახალი ხელმძღვანელი, მეუფე იაკობი ამბობს, რომ ნინოწმინდის პანსნიონის აღსაზრდელები გაუცხოებულები არიან, რაც ბუნებრივია, რადგან მისივე თქმით, 2 თვე ბავშვები “ტყვეობაში” იყვნენ.
“სიტუაცია გამოსწორებულია. უბრალოდ დიდი ზეწოლა იყო აქაურობაზე 2 თვე. იმანაც იმოქმედა 2 თვე რომ ტყვეობაში იყვნენ. თქვენ არ გაბრალებთ იმ ტყვეობას, თქვენ გაინტერესებდათ იყავით, გარეთ ვერ გამოდიოდნენ, გაუცხოებულები იმიტომ არიან. პირველად შევიდა კონტაქტში ომბუდსმენი ამ ბავშვებთან 2018 წლის მერე, გაუცხოება იქნებოდა, მეც რომ მოვედი პირველად ჩემთანაც ასე იყვნენ”,– ამბობს მეუფე იაკობი.
კომენტარები