ნინოწმინდაში, მცირე ზომის ბავშვთა სახლების მშენებლობა იგეგმება, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოში ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„პროცესი მიმდინარეობს, არსებული ბავშვთა პანსიონის დახურვაზე და ვადებზე საუბარი არ არის. შეხვედრაზე საუბარი იყო, რომ ამ პროცესების ხელოვნურად დაჩქარება არ შეიძლება. ფართო დისკუსია იყო და საუბარი ეხებოდა ბევრ კომპონენტს, რაც შეიძლება იგულისხმებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობა, მეუფე იაკობი ძალიან ეფექტურად შეუდგა საქმეს“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
კომენტარები