გადაცემა “ფარულ კონვერტში” მეგობრებმა “ქართული ხმების” გარდაცვლილი სოლისტი, ზურაბ ბაკურაძე გაიხსენეს.
მომღერალმა ლაშა ღლონტმა თქვა, რომ ზურაბ ბაკურაძის გარდაცვალებამ მას სიკვდილი გაუადვილა.
„ძალიან დიდი ტკივილია, საშინელებაა, მაგრამ არის ბედნიერება ასე უყვარდე შენს ერს და ამდენი ცრემლი დაღვარო ადამიანმა მეორე ადამიანის გამო.
მინდა მამა, მისი მეგობრები გავამხნევო. მე პირადად ამ ადამიანმა სიკვდილი გამიადვილა, ამიტომ მე სხვა ჭრილში ვუყურებ მოვლენებს, იმდენი მოახერხა ამ ერთმა პატარა რაჭველმა კაცმა“,– ამბობს ლაშა ღლონტი.
კომენტარები