“პირველებისთვის” ცნობილი ხდება, რომ 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებმა საქართველო შეიარაღებული თავდასხმიდან 6 საათის შემდეგ დატოვეს.
აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისიდან ბათუმში ჩავიდნენ, კვალის არევის მიზნით, ბორნის ბილეთები იყიდეს, თუმცა რეალურად საქართველოს საზღვარი სარფიდან გადაკვეთეს.
შინაგან საქმეთა სამაინიტრომ საქმე გახსნილად გამოაცხადა და მკვლელობისთვის ორ ახალგაზრდას ბრალი წაუყენა, თუმცა 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულები ამ დრომდე თავისუფლეი არიან.
“პირველებმა” შეკვეთილი მკვლელობის შესაძლო მოტივის დადგენა შეძლო – წყაროს ცნობით, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა წლების წინ მოკლული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკვეთეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძმები კაკულიები ჭელიძესა და კავილაძეს მკვლობის სანაცვლოდ ქურდობას დაპირდნენ. მათი ნათლობა კი თურქეთში უნდა მომხდარიყო.