საერთაშორისო პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას მხარს არ უჭერენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ექსპრეზიდენტის ქვეყანაში ჩამოსვლა, ვითარების ესკლაციას გამოიწვევს. ინტერვიუ ამერიკელ სენატორებთან „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა, სადაც სააკაშვილის შესახებაც არის საუბარი.
სენატორები ერთხმად აცხადებენ, რომ საააკაშვილის დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება.
ჩემი აზრით, ეს სიტუაციის განმუხტვას არ დაეხმარება. ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა საკუთარი შესაძლებლობა, ის თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში დამარცხდა 2012 წელს. მე მაშინ არჩევნებზე დამკვირვებელი ვიყავი და ვნახე, როგორ ჩატარდა ის არჩევნები. მომდევნო წლების განმავლობაში, სააკაშვილმა საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა. არ მგონია, მისი დაბრუნება ქვეყნისთვის სასარგებლო იყოს. მსოფლიო ძალიან ყურადღებით დააკვირდება, თუ რა მოხდება. მე საქართველოს დიდი მხარდამჭერი ვარ. მინდა, ვნახო წარმატებული საქართველო და ამერიკა-საქართველოს შორის მეტი სიახლოვე, მეტი დახმარება შეერთებული შტატების მხრიდან, რათა ქართველმა ხალხმა საკუთარ მიზანს მიაღწიოს. ეს ნაბიჯი იქნება ისეთი რამ, რაც ამ ყველაფერში დაგვეხმარება. ჩვენ პროგრესი უნდა დავინახოთ“, – აღნიშნავს სენატორი ჯინ შაჰინი.