გვაქვს წინასწარი მონაცემები რეგიონებიდან, უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს პირველივე ტურში იგებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება მერების შედეგებს, ჩვენ გვაქვს წინასწარი მონაცემები რეგიონებიდან, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის 80%, პირველივე ტურში იგებენ ჩვენი კანდიდატები მერის არჩევნებს, სხვა შემთხვევებში შეიძლება იყოს საჭირო მეორე ტური, თუმცა, მონაცემები ისეთია, მეორე ტურში არც ერთ მათგანს არ გაუჭირდება მოგება. დიდი ალბათობით, 64 მერი იქნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები