გერმანიის სპეცსამსახურების თანამშრომლებმა ტერორისტულ დაჯგუფებასთან “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ორ ფედერალურ მიწაზე – ქვედა საქსონიასა და ჩრდილოთ რაინ-ვესტფალიაში ჩატარდა.
პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული წარმოშობით ერაყელი, 32 წლის აბუ ვალაა გერმანიაში მცხოვრები ისლამისტებს ლიდერია. დაკავებულები სირიის ტერიტორიაზე ექსტრემისტული დაჯგუფების მხარეს საბრძოლო მოქმედებების მიღებაში არიან ეჭვმიტანილები.
კომენტარები