დღეს ბარაქ ობამა დონალდ ტრამპს თეთრ სახლში უმასპინძლებს. შეხვედრა მრგვალ კაბინეტში თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
ტრამპთან ერთად თეთრ სახლში მისი მეუღლე მელანია მივა, რომელიც მიშელ ობამას შეხვდება.
ბარაქ ობამამ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას უზრუნველყოფს.
„მინდა თავად დავრწმუნდე, რომ უფლებამოსილების გადაცემა წარმატებით ჩაივლის, რადგან, საბოლო ჯამში, ერთ გუნდში ვართ“, – განაცხადა ობამამ.
თავის მხრივ, ჰილარი კლინრონმა მხარდამჭერებს მოუწოდა, ტრამპს „შანსი მისცენ“ და იმედი გამოთქვა, რომ ის აშშ-ის წარმატებული პრეზიდენტი გახდება.
კომენტარები