მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ადვოკატის ნიკა გვარამიას განცხადებით, სააკაშვილი მის თვალში გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე “ვარდების რევოლუციის” დროს იყო.
“სააკაშვილმა პირადი ამოცანა დიდი ხანია გაიარა. მან გაიარა ისეთი განსაწმენდელი, რომელიც ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში არავის რომ არ გაუვლია ზვიად გამსახურდიას მერე. სააკაშვილმა რა შეცდომებიც დაუშვა თუ არ დაუშვა, გაიარა უმძიმესი განსაწმენდელი. დღეს ის ჩემ თვალში გაცილებით მაღლაა, ვიდრე “ვარდების რევოლუციის” დროს იყო. ემოციური და მორალური ომი მას უკვე მოგებული აქვს, მაგრამ ის აქ ჩამოვიდა არა იმიტომ, რომ საკუთარი თავი გაესუფთავებინა. ის აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს და ქვეყანა გადარჩეს. ეს ამოცანა, მისი აზრით, მიღწეული ჯერჯერობით არ არის, თუმცა მიაჩნია, რომ ძალიან შეთანხმებული, მკაფიო და თანმიმდევრული ქმედებების პირობებში, ეს ამოცანა შესრულებადია,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.