ტრისტან წითელაშვილმა ოპოზიციური “ნაციონალური მოძრაობის” მომხრეების დაწინაურებად შეაფასა, შესაბამისი ნორმების დარღვევით საავიაციო ხელმძღვანელობაში ოფიცრების ნინუასა და ცაბაძის დანიშვნა.
წითელაშვილის განცხადებით, ასეთი დანიშნით თავდაცვის სამინისტროში აბრუნებენ ოფიცრებს, რომლებიც ასრულებდნენ დანაშაულებრივ ბრძანებებს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პერიოდში.
მისი თქმით, აღნიშნული ზონდერ პირების უწყებაში დაბრუნებას, გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია ხელმძღვანელობს და ამ პროცესს კავშირი არ აქვს თავდაცვის სამინისტროს რეფორმასთან.
“საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სერიოზული ქაოსი და საბოტაჟია “ნაციონალური მოძრაობის” ჩანერგიული ზონდერ ხელმძღვანელების მხრიდან. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ხიდაშელმა დაიწყო ამ ადამიანების გაცოცხლება და დაბრუნება თავდაცვის სამინისტროში, დღეს მოოქმედი მინისტრი ლევან იზორია აგრძელებს ამ პროცესს”, – აცხადებს წითელაშვილი.
ტრისტან წითელაშვილი უნდობლობას უცხადებს თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციას და მიმართავს ხელისუფლებას, პრემიერს, ასევე მთავარსარდალსა და მთავარ პროკურატურას აქტიურად ჩაერთონ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე საკითხების შესწავლა-გამოკვლებვაში. თავის მხრივ, სამხედრო ექსპერტთა სახელით, თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.
სამშაბათს ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდაცვის სამინისტროს საჰაერო ძალების სარდლობაში მაღალ თანამდობებზე, გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის ვლადიმერ ჩაჩიბაიას თხოვნით, თავდაცვის მინისტრმა არაკვალიფიციური კადრები სერგო ნინუა და გიორგი ცაბაძე დაინიშნა.
თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობის პირების დანიშვნაზე უწყება განმარტავს, რომ მათი დანიშვნა საჰარეო ძალების განვითარების გეგმის გენშტაბის მიერ დაანონსებულ სტრატეგიასთან თანხვედრამ განაპირობა.
www.pia.ge