არ მაქვს გეგმაში, გავასაჯაროვო, სად ვიქნები. იმ დროს, როცა ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში აქტიურად იქნება ჩართული.
„არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან მე აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
