შშმ პირზე ძალადობის ფაქტზე ორი პოლიციელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
სახელმწიფო ინსპექტორის პირველი მოადგილის ინფორმაციით, მათგან ერთ-ერთს, ნ.ბ-ს გამოძიება დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობას ედავება, ხოლო მეორეს, კ.ბ-ს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას.
ცნობისთვის, გუშინ 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია შშმ პირზე. ვიდეო ერთ-ერთ მეტროსადგურშია გადაღებული.
კომენტარები
