ზუგდიდში, ქალზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ პოლიციელს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
დაკავებულის უფლებადამცველის კობა ტაბაღუა ინფორმაციით, ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება და ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. დაცვის მხარე აპირებს, აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებისას სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს. გიორგი ბიგვავას წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
„ამ ეტაპზე იგი დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენ ახლა გადმოგვეცემა საქმის მასალები, ის მტკიცებულებები, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია. გავივლი ჩემს დაცვის ქვეშ მყოგთან ამ ყველაფერს და შემდეგ გვეცოდინება პოზიცია, მიიჩნევს თუ არა თავს დამნაშავედ“, – განაცხადა დაკავებული პოლიციელის უფლებადამცველმა.
ცნობისთვის, კრიმინალური პოლიციის თანამშრომელი გიორგი ბიგვავა, 26 იანვარს მას შემდეგ დააკავეს, რაც Facebook-ით ვიდეო გავრცელდა, თუ როგორ უსწორდება ფიზიკურად პოლიციელი ქალს.
