ბელგიაში ქართველი ემიგრანტის ცხედარი მდინარეში იპოვეს. გარდაცვლილი 34 წლის გოგიტა მაზიაშვილია, რომელიც სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდის მკვიდრია. მამაკაცის გარდაცვალების მიზეზებზე რამდენიმე, მათ შორის მკვლელობის ვერსიაც ვრცელდება.
როგორც „კვირას“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბელგიაში საქართველოს საელჩო მომხდარის შესახებ ინფორმირებულია და მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების თაობაზე.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა 21 ნოემბერს მდინარეში დამხრჩვალი იპოვეს. მაზიაშვილი ბელგიაში სამუშაოდ სამი თვის წინ წავიდა და იქ ლტოლვილის სტატუსით იმყოფებოდა.
კომენტარები