კიევის ოლქის პოლიციამ 42 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელიც იარაღის უკანონო შენახვაში, კერძო მეწარმეებისთვის ფულის გამოძალვაში არის ეჭვმიტანილი, – იუწყება პოლიციის პრესსამსახური.
საქართველოს მოქალაქე 10 წლის განმავლობაში არალეგალურად იმყოფებოდა უკრაინის ტერიტორიაზე. ადრე ის დეპორტირებული იყო უკრაინიდან, თუმცა დაბრუნდა და განაგრძო თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, – ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
„პირადი ჩხრეკისას ოპერატიულმა მუშაკებმა ამოიღეს პისტოლეტი, ჟურნალისტის მოწმობა და სხვა დოკუმენტები, რომლითაც უკრაინის ტერიტორიაზე ეჭვმიტანილი სარგებლობდა“, – აცხადებს პოლიციის პრესსამსახური.
კომენტარები