რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმარი გამოხატა და განაცხადა, რომ კასტრო „რუსეთის საიმედო მეგობარი იყო“. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
„მთელ კუბელ ხალხს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ. ფიდელ კასტროს, ამ გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის სახელი უახლესი მსოფლიო ისტორიის მთელი ეპოქის სიმბოლოდ ითვლება.
მან და მისმა თანამებრძოლებმა თავისუფალი და დამოუკიდებელი კუბა ააშენეს, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობის გავლენიანი წევრი გახდა“ – განაცხადა პუტინმა.
პუტინმა ასევე განაცხადა, რომ ფიდელ კასტროს სახელი რუსეთის მოქალაქეების გულებში სამუდამოდ დარჩება.
კომენტარები