კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს ცხედარს კრემაციას უახლოეს საათებში ჩაუტარებენ. დაკრძალვის ცერემონია კი ცხრადღიანი გლოვის შემდეგ, 4 დეკემბერს გაიმართება.
კრემაციის შემდეგ ფიდელ კასტროს ნეშტს კუბის ტერიტორიაზე მოატარებენ. ამის შემდეგ ნეშტს კუბის სიდიდით მეორე ქალაქში, სანტიაგოში დაკრძალავენ, სადაც ის გაიზარდა. სწორედ სანტიაგოს მერიის შენობის აივნიდან გამოაცხადა მან კუბის რევოლუციის გამარჯვება.
ფიდელ კასტრო კუბას თითქმის 50 წლის განმავლობაში, 1959 წლიდან ედგა სათავეში. 2008 წელს მან უფლებამოსილება თავის ძმას, რაულ კასტროს გადასცა.
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.
კომენტარები