კუბის რევოლუციის ლიდერის ფიდელ კასტროს დამ ხუანიტა კასტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა ძმის გარდაცვალების გამო და განაცხადა, რომ ძმის დაკრძალვაზე მისვლას არ აპირებს.
„გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვაპირებ კუბაში ძმის დაკრძალვაზე მისვლას, სიცრუეა. მე არასდროს დავბრუნდები კუნძულზე და დაკრძალვაზე მისვლასაც არ ვგეგმავ“,- განაცხადა ხუანიტა კასტრომ.
ფიდელ კასტრო 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას 4 დეკემბერს დაკრძალავენ.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ფიდელ კასტრო დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა
კომენტარები