ლევან კობერიძის განცხადებით, საქართველოში მხოლოდ შაქარი გაძვირდა. “ფასების ზრდა, მე რაც გადავხედე, არის დაფიქსირებული მხოლოდ შაქარზე. თუმცა, ეს გამოწვეულია არა ლარის კურსის მერყეობით… გარკვეულწილად შეიძლება ლარის კურსის მერყეობითაც, თუმცა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია იმით, რომ შაქარზე მთლიანად მსოფლიო ბაზარზე ფასი ძალიან სწრაფად არის მომატებული. ჟურნალისტებს მოგმართავთ თხოვნით, რომ ზედმეტ, პირობითად დავარქვათ, აყალმაყალს ნუ ავტეხავთ ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის ფასების ზრდას არ ვვარაუდობთ.” განაცხადა კობერიძემ.
კომენტარები