სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, მიხეილ სოხაძე ბაჰრეინის სამეფოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოდან ბაჰრეინის სამეფოში ცხვრის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.
მათივე ინფორმაციით, დელეგაციის წევრებმა იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური საკითხებისა და ვეტერინარული სერტიფიკატების შეთანხმების შემდეგ, ქართული ცხვრის გაყვანა უმოკლეს ვადაში იქნება შესაძლებელი.
ქართული ცხვრის ახალ საექსპორტო ბაზარზე გასვლა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და დადებითად აისახება როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე, ასევე მეცხვარეობის დარგის განვითარებაზე.
ბაჰრეინის სამეფოს დელეგაციის წევრები საქართველოდან სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებითაც დაინტერესდნენ.
კომენტარები