ნატო-მ ალიანსის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მეტი უნდა გააკეთოს. ასეთ დასკვნამდე ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში მიმდინარე მინისტერიალზე შეთანხმდნენ.
ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრებმა განიხილეს დახმარება ნატო-ს პარტნიორებისთვის სამხრეთით და აღმოსავლეთით.
„აღმოსავლეთით ნატო ეხმარება საქართველოსა და მოლდოვას შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე ეხმარება უკრაინას რეფორმების გატარებაში“, – აღნიშნულია განცვხადებაში,.
კომენტარები