იენს სტოლტენბერგი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მადლობას უხდის. როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას გამოიჩინეს სიმამაცე და სწრაფი რეაგირება მოახდინეს, რომლის დროსაც ერთი ჯარისკაცი დაიჭრა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ჯარისკაცებს ავღანეთში. მათ სწრაფი რეაგირება მოახდინეს გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ავღანეთში, გამოიჩინეს სიმამაცე. ერთი ჯარისკაცი დაიჭრა. ეს ადასტურებს, თუ როგორი წვლილი შეაქვს საქართველოს ჩვენი ღირებულებების დაცვაში. საქართველო-ნატოს პარტნიორობას ვაფასებთ და დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ჩვენ განვიხილეთ თუ როგორ შეგვიძლია განვამტკიცოთ ეს პარტნიორობა და განვავითაროთ“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატო-ს გენერალური მდივანი ავღანეთში მყოფ ქართველ ჯარისკაცებს მადლობას უხდის
2016/12/02 18:57:32
ნანახია: 1290 ჯერ