მაღალმთიან ზონაში ავადმყოფთან ვერ ავდიოდით. ღამეს ასე ვთქვათ, ქუჩაში, მანქანაში ვათენებდით. არც მანქანები გვქონდა. ისეთი კმაყოფილი ვართ. თქვენი მმართველობის პერიოდში მოგვარდა ეს ყველაფერი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჩოხატაურში სტუმრობისას ექიმმა პოლინა დგებუაძემ.
მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში განხორციელებული პროექტებისთვის. კერძოდ, სამედიცინო პერსონალისთვის უკეთესი სამუშო პირობების შექმნისთვის.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადაში ვმუშაობ 40 წელია, პარალელურად საავადმყოფოში ქირურგი ვარ. ისეთი პირობები იყო, მაღალმთიან ზონებში ვერ ავდიოდით. ავადმყოფთან მისვლა გვაგვიანდებოდა, გზა, ტრანსპორტი არ იყო. თქვენი მუშაობის პერიოდში ეს ამ მხრივ ისეთი მოგვარებულია, რომ რეგიონში ყველას გვაქვს ჩვენი სახლი. გაგვიკეთეს. საცხოვრებელი სახლი არ გვქონდა. ღამეს ასე ვთქვათ, ქუჩაში, მანქანაში ვათენებდით. არც მანქანები გვქონდა. ისეთი კმაყოფილი ვართ. თქვენი მმართველობის პერიოდში მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა ექიმმა პოლინა დგებუაძემ.
