უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე მიულოცა.
”ქართველი ხალხი ბედნიერია, რომ ღვთისმშობლის წილხვედრია. უფლის განგებით მოხდა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ამისთვის ჩვენ ვმადლობთ უფალს. ტაძრად მიყვანება კიდევ ერთხელ გვეუბნება თუ რამდენად ძვირფასია ტაძარი ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი ტაძარი არის კარიბჭე სასუფლევლის. ყოველი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში, რომ გახდეს ღირსი სასუფევლის. უფალმა ინებოს, რომ სრულიად საქართველო, მთელი ქვეყანა გახდეს ღირსი ტაძარში შესვლის”, – განაცხადა პატრიარქმა.