“Су-33” ტიპის მოიერიშემ ხმელთაშუა ზღვაში „ადმირალი კუზნეცოვის“ ავიამზიდზე დაშვებისას კატასტროფა განიცადა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„სირიის თავზე საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ „ადმირალი კუზნეცოვის“ ავიამზიდზე დაშვებისას აეროფინიშერის ბაგირის გაწყვეტის შედეგად მოიერიშე Су-33 გემბანს აცდა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
კომენტარები