10 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. გოგონა, რომელიც იაშვილის კლინიკის პრესამსახურის ცნობით, საავადმყოფოში უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს, 146-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა. შემთხვევა 4 დეკემბერს გარდაცვლილის სახლში მოხდა. განიხილება ორი ვერსია, ოჯახის წევრების ცნობით გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი გახდა, ხოლო გარდაცვლილის კლასელების მშობლები მენინგიტზე საუბრობენ. სკოლაში პანიკაა. როგორც ოჯახი ისე სკოლა ექსპერტიზის პასუხს ელოდება, რომელიც დაახლოებით 10 დღეში იქნება.
იქამდე კი ,,პრაიმტაიმი” დეტალების გარკვევას შეეცადა და გარდაცვლილი მეზობლებს გაესაუბრა. 10 წლის გოგონა, ვარკეთილში ლტოლვილთა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა. მეზობლები მას დადებითაც ახასიათებდნენ. ამბობენ, რომ ჯანმრთელი ბავშვი იყო.
ერთ-ერთი მეზობლის თქმით, 10 წლის გოგონა 4 დეკემბერს მოულოდნელად გახდა ცუდად და გონება დაკარგა.
,, პარასკევს და შაბათს კარგად იყო. არ ჰქონდა პრობლემა. კვირა დღეს თავის საშინელი ტკივილები დაიეწყო. ტიროდა ტკივილისგან. წამალი დავალევინეთ და უცებ ცუდად გახდა, გონება დაკარგა. პირიდან სისხლი და შემდეგ ქაფი წამოუვიდა. სასწრაფოს დავურეკეთ და რომ მოვიდნენ დაგვამშვიდეს სუნთქავს ნუ ყვირიხართო და წაიყვანეს.
– რას ამბობენ ოჯახის წევრები, რა გახდა მიზეზი?
– ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზი ანევრიზმა გახდა. ექსპერტიზას ელოდებიან და ვნახოთ რა შედეგი იქნება.
სხვა მეზობლების თქმით, გოგონას კვირა დღეს თავის ტკივილთან ერთად დაბალი სიცხეც ჰქონდა.
გარდაცვლილი 146-ე სკოლის მოსწავლე იყო. გარდაცვლილის კლასელების მშობლები ,,ნიუპოსტს” ინფორმაციით გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მენინგიტს ასახელებენ. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს სკოლის დირექტორი ირმა ტყებუჩავა.
,,ჩვენ მშობლებმა გვითხრეს რომ გარდაცვალების მიზეზი მენინგიტი კი არა, არამედ ანევრიზმაა. თუმცა არც ეს არაა ზუსტი პასუხი, ყველაფერს ექსპერტიზა გაარკვევს”, – განუცხადა ,,პრაიმტაიმს” ირმა ტყებუჩავამ.
გარდაცვლილი გოგონას ერთ-ერთი მეზობლის ინფორმაციით, სკოლსი დირექტორმა გარდაცვალეის ფაქტის გაგებისთანავე პრევენციის მიზნით სკოლაში დეზინფექცია ჩაატარა.
იაშვილის კლინიკის ცნობით, როცა გოგონა საავადმყოფოში მიიყვანეს ის უკვე გარდაცვლილი იყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს.
www.primetime.ge