ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 12 დეკემბერს, 11:00 საათიდან თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
“ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდებდა ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში – წერონისის, ახტალის, ზედაზენის, სანავარდოს, კლდეკარის, ზედამზის, გორდის, მირზაანის, ლაითურის, ლამისყანის, ხერთვისის, თორდიას ქუჩების კერძო სექტორის და ასევე ზღვის უბანის №2-204 და №2-205-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას.
გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.
შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. ”მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, -ნათქვამია ინფორმაციაში.