ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით, 22 წლის გოგონას დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართა.
”ახლახანს გარდაცვლილი ჟურნალისტისა და ოპერატორის სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო აქცია ყოველწლიურად გაიმართება, – ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა მისივე ორგანიზებულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე განაცხადა.
დღევანდელ აქციაზე შეგროვებული თანხა მძიმე სენით დაავადებული 22 წლის თამუნა მორგოშიას დახმარების ფონდში გადაირიცხება. დღევანდელ აქციაზე თამუნა მორგოშიას დასახმარებლად 6 000 ლარამდე თანხა შეგროვდა. 22 წლის გოგონას ოსტეობლასტოკლასტომა/ქვედა ყბის სიმსივნე აღმოაჩნდა.
კომენტარები