საქართველოს ტერიტორიაზე, 13 დეკემბრის დღის ბოლოდან 15 დეკემბრამდე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
სააგენტოს ინფორმაციით, 13 დეკემბრის დღის ბოლოდან 15 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი, ზვავსაშიშ რეგიონებში თოვლის ზვავები, ზღვაზე 4 – 6 ბალიანი შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, დასალეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მომატება.
კომენტარები